ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2030 წლისთვის გადააჭარბოს 10 000 მეგავატს, ამის შემდეგ გავხდებით თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2030 წლისთვის გადააჭარბოს 10 000 მეგავატს, ამის შემდეგ გავხდებით თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით

ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, ჩვენ გვინდა, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აქაც ძალიან დიდი პროგრესია და 2012 წლის შემდეგ საქართველოში, მთლიანობაში, აშენდა 63 ჰიდროელექტროსადგური, ორი თბოელექტროსადგური, ერთი ქარის ელექტროსადგური.

„ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს – 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტირება. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.