ირაკლი კობახიძე - ჩვენი კვლევებით, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი კვლევებით, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს

ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე განუცხადა, სადაც არჩევანი გააკეთა.

პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა საკრებულოში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა.

„როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64 64-ზე – 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.