ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდის ერთიანობამ განაპირობა, რომ დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, წინ დიდი ამოცანები გვაქვს და ერთიანობით ყველა მიზანს მივაღწევთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდის ერთიანობამ განაპირობა, რომ დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, წინ დიდი ამოცანები გვაქვს და ერთიანობით ყველა მიზანს მივაღწევთ

ყველა ის საქმე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ თქვენ წინაშე, ეფუძნება სწორედ იმ ნდობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის, რომელიც მათ მთავრობას ჯერ – წელიწად-ნახევრის წინ, გასული წლის თებერვალში და შემდეგ ნახევარი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადეს.

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენ, ყველა ერთად, ვაკეთებთ საერთო საქმეს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და სწორედ ამ გუნდის ერთიანობამ, ერთად დგომამ, საერთო გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ყველამ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. წინ კიდევ ძალიან დიდი ამოცანები გვაქვს დასახული და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად ყველა მიზანს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და დღევანდელი დღისთვის, თქვენი ყურადღებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.