ირაკლი კობახიძე - ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას
ირაკლი კობახიძე - ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას

ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას, – ნათქვამია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ირაციონალიზმმა და ჭარბმა თუ ყალბმა ემოციებმა, საქართველოს მოუტანა ოთხი ომი, რამაც, მემკვიდრეობით დაგვიტოვა ოკუპირებული ტერიტორიები, სუსტი ეკონომიკა, მოსახლეობის გადინება, სიღარიბე და უამრავი სხვა პრობლემა.
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ, სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს.

„ირაციონალიზმმა და ჭარბმა თუ ყალბმა ემოციებმა, რომლითაც დატვირთული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის მანძილზე, საქართველოს მოუტანა ოთხი ომი, რამაც, თავის მხრივ, მემკვიდრეობით დაგვიტოვა ოკუპირებული ტერიტორიები, სუსტი ეკონომიკა, მოსახლეობის გადინება, სიღარიბე და უამრავი სხვა პრობლემა. ჩვენი დროის ორჯონიკიძეებს ვერ მივცემთ ქვეყნის მძიმე წარსულში, ჩაკეტილ წრეზე დაბრუნების შესაძლებლობას.

ამ მძიმე წუთებში, კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს.

ვიბრძოლებთ, ვიშრომებთ საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, საქართველოში 1921, 1991-93 და 2008 წლების არგანმეორებისთვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და შენარჩუნება არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი გმირების წინაშე“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.