ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია

ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგლამენტში უამრავი ცვლილება შედის, რომლის მიზანია პარლამენტის როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, მისი ფუნქციური გაძლიერება.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცვლილებების მომზადების პროცესში ჩვენ საზედამხედველო ფუნქციებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველის პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელსიფულების ზედამხედველობის ფუნქცია და ეს ყველაფერი არის ასახული რეგლამენტის ახალ პროექტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დატოვე კომენტარი