ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებელს გავეჯიბროთ, შეგვიძლია, ევროპის სამეულშიც მოვხდეთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებელს გავეჯიბროთ, შეგვიძლია, ევროპის სამეულშიც მოვხდეთ

ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით და ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას, თუმცა, ჯერ კიდევ არის დაახლოებით 20 ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც გვისწრებს და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამბიციური, ჩვენ არავისზე ნაკლები არ უნდა ვიყოთ, მათ შორის ამ კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობაში არის სრული ინტერესი, რომ კორუფციის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

„ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, ვინმეს ხელი დავაფაროთ კორუფციის შემთხვევაში. ჩვენი დამოკიდებულება იქნება აბსოლუტურად არალოიალური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. ამის მხრივ გაგრძელდება მუშაობა. ეს არის საკმაოდ ამბიციური ამოცანა, არ არის მარტივი, მაგრამ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებელს გავეჯიბროთ, შეგვიძლია, ევროპის სამეულშიც მოვხდეთ ამ თვალსაზრისით. არის პოლიტიკური ნება და ამ პირობებში ყველაფერი არის შესაძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.