ირაკლი კობახიძე - ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ - შარშან გაზაფხულზე, დღეს იმაზე უკვე ოფიციალურად საუბრობს აშშ-ის ხელისუფლება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ - შარშან გაზაფხულზე, დღეს იმაზე უკვე ოფიციალურად საუბრობს აშშ-ის ხელისუფლება

ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე – შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს უკვე ოფიციალურად საუბრობს აშშ-ის ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, საქველმოქმედო მიზნებს. კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძიება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ასე დარჩეს. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ USAID-მა აღარასდროს სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, აღარასდროს სცადოს, მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ასევე რევოლუციური პროცესების პირდაპირი მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამთვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერმა.