ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, იმოქმედონ სააკაშვილის არა პოლიტიკური, არამედ ობიექტური ინტერესების მიხედვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, იმოქმედონ სააკაშვილის არა პოლიტიკური, არამედ ობიექტური ინტერესების მიხედვით

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდება. გასაგებია, ჩვენ გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს, პოლიტიკურად დღეს მას ასე აინტერესებს, თვითონ ის ითხოვს, რომ დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით“, – განაცხადა კობახიძემ.