ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივესალმეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესს, თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივესალმეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესს, თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში

ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაიწყო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

„ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.