ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვყავს ღირსეული ელჩები, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ, რათა დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები, თითოეულ ელჩს მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც გასულ წელს გააკეთეს
ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული დიპლომატიური კორპუსი, ძალიან ღირსეული ელჩები, რომლებიც შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, რათა დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები. შესაბამისად, მინდა, თითოეულ ელჩს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც გასულ წელს გააკეთეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც მომავალ წელთან დაკავშირებულ პროგნოზებს შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე, როგორ წარიმართება პროცესები ევროკავშირში, როგორ წარიმართება პროცესები აშშ-ში, როგორ წარიმართება უკრაინის ომთან დაკავშირებული პროცესები. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რათა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რასაც წარმატებით ვახერხებდით წინა წლების განმავლობაში, იმას გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.