ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული

ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გორში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარტიის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ბევრს არ სჯეროდა, რომ მაშინდელი არადემოკრატიული რეჟიმის შეცვლა მოხერხდებოდა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეთა თანადგომით, ეს შესაძლებელი გახდა და ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება წარმატებით გრძელდება.

„ჩვენ მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა ქვეყნის განვითარებაში 2012 წელს. როდესაც 2011 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პოლიტიკური განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, მაშინ ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი და მოვახერხებდით მაშინდელი არადემოკრატიული რეჟიმის შეცვლას და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, თუმცა თითოეული თქვენგანის თანადგომით ეს მიზანი იქნა მიღწეული და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი. და ასევე, თქვენი დამსახურებით, თქვენი თანადგომით, ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის გაგრძელებას ყველა ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვახერხებთ ჩვენი დემოკრატიული სისტემის განმტკიცებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.