ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო, სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო, სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?

ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა, გარკვეული კრიზისული პროცესები ვიდრე დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს კითხვები ხმამაღლა უნდა დაისვას ქართულ საზოგადოებაში.

„ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა. ქულებით აფასებენ ქვეყნებს. მოლდოვასაც ვუსწრებთ და ბოსნიასაც, მაშინ როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ – არა. აქედან ხომ ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა. თქვენ ხომ იცით, მოლდოვაში რა ხდება, როგორ შეიძლება, მოლდოვას ჰქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და ჩვენ – არა? აქედან ხომ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ სრულიად უხეშად არის უსამართლო დამოკიდებულება. ხომ უნდა გქონდეთ ახსნა, რატომ ხდება ეს, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უსამართლობას ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა. ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა თავის დროზე, 1949 წლიდან 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესები დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? მგონი, ეს კითხვები ძალიან ხმამაღლა უნდა დაისვას ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.