ირაკლი კობახიძე - ჩემი განწყობაა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იყოს
ირაკლი კობახიძე - ჩემი განწყობაა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იყოს

ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ იღებს მონაწილეობას.

„დღეს, 17:00 საათზე შეიკრიბება უმრავლესობა და დღესვე გადაწყდება პრემიერ-მინისტრის საკითხი. ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს კანდიდატურა. თუმცა, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. არ იქნება სწორი ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნები. დღეს რომ ჩატარდეს, ოპოზიცია შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს და პროპორციული სისტემა კიდევ გადავადდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.