ირაკლი კობახიძე - ცესკო-სთან დაკავშირებით შექმნილია ერთგვარი ჩიხი და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ამ ჩიხიდან გამოსვლას ემსახურება
ირაკლი კობახიძე - ცესკო-სთან დაკავშირებით შექმნილია ერთგვარი ჩიხი და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ამ ჩიხიდან გამოსვლას ემსახურება

ცესკო-სთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი, არის ცესკო-ს თავმჯდომარე, არის ორი წევრი, რომლებსაც რეალურად ექვსთვიანი ვადა გასული აქვთ წელიწად-ნახევარია, თუ არ ვცდები, მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი თანამდებობებს, რომ სხვა წევრები, თავმჯდომარე არ არიან დანიშნული, ეს არის ერთგვარი ჩიხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვეტოს დაძლევა ცესკო-ში შექმნილი ჩიხის დაძლევას ემსახურება.

„ასეთი მდგომარეობით არ ივარგებს არჩევნების ჩატარება. შეიძლება, მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ უნდა დარჩეს ცესკო-ში ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იქნეს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იქნეს დაძლეული“, – განაცხადა კობახიძემ.