ირაკლი კობახიძე - ბოლო სამ თვეში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში
ბოლო სამ თვეში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.
„ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო სამ თვეში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შსს ბევრად ეფექტიანად მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.