ირაკლი კობახიძე - ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლებია
ირაკლი კობახიძე - ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლებია

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლებია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს კითხვაზე, რომ „საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოდის და მათი რაოდენობა შესაძლოა, მოსახლეობის ათ პროცენტს შეადგენდეს“.

კობახიძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ახლა გაჩვენებთ, თუ რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია. თქვენმა ტელევიზიამ გაავრცელა ეს ყველაფერი, თქვეს, რომ ათი პროცენტი არიან რუსეთის მოქალაქეები დღეს საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ, შემოსვლის მაჩვენებელი ამ ექვსი თვის განმავლობაში, მერე ხომ გადიან და ნაშთი რჩება ამის მეათედი, შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, არის სულ მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლები, მხოლოდ შემოსვლის და ნაშთი რომ აიღოთ, ერთი პროცენტიც შეიძლება არ იყოს, ამბობთ ათ პროცენტს. ასე იქმნება მარტივად „ფეიკები“ და ეს არის მარტივი ტყუილი, რომელსაც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზია ავრცელებს“, – განაცხადა კობახიძემ.