ირაკლი კობახიძე – ბიომრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე

13:37, 16.10.2026

ბიომრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით.

„პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწვევით, ერევანში მონაწილეობას ვიღებ ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტში, რომელიც გაერო-ს ეგიდით იმართება. საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორობას აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის საინტერესოა ამ ფორმატში მუშაობა. ბიომრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი