ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა უსუფაშვილი მესამე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა, მაგრამ ისევ მესამე ლიგაში მოუწია დაბრუნება, თეიმურაზ ხევისთავი არ შეიძლება, თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა უსუფაშვილი მესამე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა, მაგრამ ისევ მესამე ლიგაში მოუწია დაბრუნება, თეიმურაზ ხევისთავი არ შეიძლება, თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში

უსუფაშვილი დამსახურებული და დასაფასებელი კაცი რომ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილმა მესამე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა, მაგრამ იმის გამო, რომ უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა, ისევ მესამე ლიგაში მოუწია დაბრუნება. თეიმურაზ ხევისთავი არ შეიძლება, თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, უსუფაშვილი კომპარტიის წევრი გახდა 9 აპრილის შემდეგ და ახლა მაღალ მატერიებზე საუბრობს.

„როგორ შეიძლება, რამე განსხვავება იყოს „ნაცმოძრაობასა“ და ხაზარაძეს ან უსუფაშვილს შორის, რომელიც თავის დროზე, აფარებული იყო „ნაცმოძრაობაზე“, როგორც ფიქტიური ოპოზიცია? უსუფაშვილი კომპარტიის წევრი გახდა 9 აპრილის შემდეგ და ახლა ეს კაცი გველაპარაკება მაღალ მატერიებზე. ის კოალიციური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რადგან ხუთი პარტია იყო გაერთიანებული და სწორედ იმის გამო, რომ უსუფაშვილის ადგილი არ იყო „ქართულ ოცნებაში“, მას მოუწია კოალიციის დატოვება და „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გავიდა არჩევნებზე. ეს გადაწყდა 2016 წლის დასაწყისში. უსუფაშვილი დამსახურებული და დასაფასებელი კაცი რომ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილმა ის მესამე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა, მაგრამ იმის გამო, რომ უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა, ისევ მესამე ლიგაში მოუწია დაბრუნება. ეს არის რეალურად უსუფაშვილი. თეიმურაზ ხევისთავი არ შეიძლება, თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში“, – განაცხადა კობახიძემ.