ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან პარტიის ლიდერია 
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან პარტიის ლიდერია 

ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი დგას ირაკლი კობახიძის გვერდით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, გუნდის წევრებთან ერთად უნდა იდგნენ.

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენ გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, რადგან ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.