ირაკლი კობახიძე - „ბიბისი“ მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებლად, თუმცა ბოლო წლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, „დიფ სთეითს“ საკვანძო როლი აქვს შესრულებული ევროპის დაღმასვლაში
ირაკლი კობახიძე - „ბიბისი“ მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებლად, თუმცა ბოლო წლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, „დიფ სთეითს“ საკვანძო როლი აქვს შესრულებული ევროპის დაღმასვლაში

თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებლად, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რეალურად, საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც შექმნილია ევროპულ მედიაში, კონკრეტულად – „ბიბისიში“.

„რაც შეეხება ე.წ. დიფ სთეითს, სინამდვილეში ეს არიან ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, მათ საკვანძო როლი აქვთ შესრულებული ევროპის დაღმასვლაში და აქაც აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.