ირაკლი კობახიძე - ბევრი სამედიცინო მუშაკია ადგილზე, რომელიც მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, კონსილიუმის საჭიროება აღარ არის
ირაკლი კობახიძე - ბევრი სამედიცინო მუშაკია ადგილზე, რომელიც მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, კონსილიუმის საჭიროება აღარ არის

საუბარია არა სააკაშვილის მონახულებაზე, არამედ იმ მდგომარეობის გაცნობაზე და დათვალიერებაზე, რომელიც ადგილზეა. შესაბამისად, ბუნებრივია, დეპუტატები ამაში ჩართულები იქნებიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ხუნდაძე ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად ეწვევა მე-18 დაწესებულებას, რათა შეისწავლონ სიტუაცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ყველანაირი პირობაა.

რაც შეეხება კონსილიუმს, კობახიძის თქმით, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში ბევრი სამედიცინო მუშაკია და კონსილიუმის აუცილებლობა აღარ არსებობს.

„კონსილიუმის საჭიროება აღარ არის, რადგან ძალიან ბევრი სამედიცინო მუშაკი არის ადგილზე, რომელიც მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.