ირაკლი კობახიძე - ბევრი ნაბიჯი გადავდგით კორუფციის შემცირების მიმართულებით, გარდამტეხი იყო გასული რამდენიმე თვე, მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია ქვეყანაში
ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით კორუფციის შემცირების მიმართულებით. ამ კუთხით გარდამტეხი იყო გასული რამდენიმე თვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია ქვეყანაში.
„ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა კონკრეტული ამბიციური ამოცანა. გვინდა, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამის გამოხატულება არის რეიტინგებში უკვე დაფიქსირებული ზრდა, დადებითი ცვლილებები. მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას კორუფცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.