ირაკლი კობახიძე - ბატონი ანიტას მარტივად გასაშიფრ გეგმებს განხორციელება არ უწერია, ეს არის დავალება იმავე ადამიანებისგან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ, საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე
ირაკლი კობახიძე - ბატონი ანიტას მარტივად გასაშიფრ გეგმებს განხორციელება არ უწერია, ეს არის დავალება იმავე ადამიანებისგან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ, საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე

ბატონი ანიტას და მისთვის დავალების მიმცემების გეგმებს არ უწერია განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათი ეს გეგმა არის მარტივად გასაშიფრი.

„ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იმავე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს. თუმცა მისთვის დავალების მიმცემებიც არიან ნატურით ზუსტად ისეთივეები, როგორიც არის ბატონი ანიტა. შესაბამისად, მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გასაშიფრი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით, მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ და ამ გეგმას არ უწერია განხორციელება. ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია იმაზე, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში და ეს არის დავალება იმავე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა“, – განაცხადა პრემიერმა.