საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი და UN-Habitat-ის ასამბლეის პრეზიდენტი ნგა კორ მინგი.
სამიტის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის და გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, ანალენა ბერბოკის ვიდეომიმართვები.