ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, ბიძინა ივანიშვილის წერილი, დანარჩენზე თვითონ გააკეთებს დასკვნებს
ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, ბიძინა ივანიშვილის წერილი, დანარჩენზე თვითონ გააკეთებს დასკვნებს

საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ, მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, მათზე პასუხები თუ ა.შ. საზოგადოებამ ასევე იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი ამ თემაზე. დანარჩენზე თვითონ გააკეთებს დასკვნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადეობამ საკუთარი დასკვნები უნდა გააკეთოს.

„ბანერებზე თუ არ ვცდები წერია, რომ ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს. არ ვიცი ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას. ჩვენ არათუ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია ამ თემაზე, კითხვებიც კი არ დაგვისვამს საჯაროდ. ჩვენთვის საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის შესაძლებელი. თუმცა, საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ, მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, მათზე პასუხები თუ ა.შ. საზოგადოებამ ასევე იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი ამ თემაზე. დანარჩენზე საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნებს“, – განაცხადა კობახიძემ.