ირაკლი კობახიძე - ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა სრულფასოვანი რომ გახდეს, მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც, ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ
ირაკლი კობახიძე - ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა სრულფასოვანი რომ გახდეს, მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც, ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ

ბაკურიანში ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა რომ სრულფასოვანი გახდეს, მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბაზა შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც კურორტის ზამთრის სპორტის სახეობების სრულფასოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

„ტრამპლინიდან ხტომის ბაზის საკითხი განიხილებოდა ახალგაზრდული ოლიმპიადის ჭრილშიც, თუმცა მაშინ ფიზიკურად ვერ ესწრებოდა ამის გაკეთება. იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, ეს ბაზაც გაკეთდეს და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შევჯერდებით დადებით გადაწყვეტილებაზე და ეს ინფრასტრუქტურაც შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სრულფასოვანი გახდეს ბაკურიანის ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა პრემიერმა.