ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილს როდესაც აქვს 11 წელი შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, კანონიერია, თუ ეს მართლაც მოხდა, ოპერაციის ავტორებს შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით
ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილს როდესაც აქვს 11 წელი შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, კანონიერია, თუ ეს მართლაც მოხდა, ოპერაციის ავტორებს შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით

წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს.

კობახიძის თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში.

„ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არა მარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს“, – განაცხადა კობახიძემ.