ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ცდილობს, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი
ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ცდილობს, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი

ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემურ წიქვაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.

„ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.