ირაკლი კობახიძე ავსტრიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ავსტრიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა. ირაკლი კობახიძემ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესზე, ასევე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.