ირაკლი კობახიძე ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
ირაკლი კობახიძე ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.