ირაკლი კობახიძე - აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ეს სულისკვეთება ჩანდა კელი დეგნანის განცხადებებში
ირაკლი კობახიძე - აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ეს სულისკვეთება ჩანდა კელი დეგნანის განცხადებებში

კიდევ უფრო გაღრმავდება ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს სულისკვეთება, რა თქმა უნდა, ჩანდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებებში​, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩის შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მადლობას გადავუხდი შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს მისი განცხადებებისთვის და მისი შეფასებებისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ივნისის ბოლოს შედგება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა. სავარაუდოდ, უკვე 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით იქნება მიღებული შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენი მხრიდან ამ კანონპროექტს ექნება სრული მხარდაჭერა. დანარჩენი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია სათანადოდ შეასრულებს თავის ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს 8 მარტის შეთანხმებიდან და მათ ბუნებრივია მხარი უნდა დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის დიდი იმედი მაქვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი. ამის მთავარი საფუძველი არის ბუნებრივია, ქართველი ხალხის სწრაფმა იმ ღირებულებებისკენ, რომელთა მხარდაჭერა არის ამერიკის შეერთებული შტატების მისია ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ამ ურთიერთობას ვერაფერი შეარყევს და კიდევ უფრო გაღრმავდება ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ეს სულისკვეთება, რა თქმა უნდა, ჩანდა შეერთებული შტატების ელჩის განცხადებებში და მის შეფასებებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.