ირაკლი კობახიძე – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან მქონდა საინტერესო საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის გაუმჯობესების აუცილებლობას.
„ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას დღეს შეხვდა.
Held interesting talks with the Under Secretary Ms. Uzra Zeya @UnderSecStateJ on the dynamics of 🇬🇪 -🇺🇸 relations. Stressed the need for rebooting & improving our bilateral partnership in pursuit of delivering the benefits of our strategic partnership. Discussed pre-election… pic.twitter.com/yfhFeyCSjO
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 12, 2024