ირაკლი კობახიძე - არსებობს ძველი ამერიკული ფილმი „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური
არსებობს ძველი ამერიკული ფილმი „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებებზე, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.