ირაკლი კობახიძე - არის საკითხები, რაც პარტიის შიგნით უნდა იყოს განხილული, რაღაცების გარეთ გამოტანა რომ მდომოდა, მეც გავიდოდი პარტიიდან
ირაკლი კობახიძე - არის საკითხები, რაც პარტიის შიგნით უნდა იყოს განხილული, რაღაცების გარეთ გამოტანა რომ მდომოდა, მეც გავიდოდი პარტიიდან

არაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია, რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, გავიდოდი მეც პარტიიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მინდა რაღაცების გარეთ გამოტანა, რაზეც შიგნით გვაქვს საუბარი, დავრჩები იმავე რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის რაღაც საკითხები, რაც შიგნით უნდა იყოს განხილული, მე რომ მდომოდა რაღაცების გარეთ გამოტანა, გავიდოდი მეც პარტიიდან, ესაა და ეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრების თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.