ირაკლი კობახიძე - არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, რაც ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა დაადასტურა
ირაკლი კობახიძე - არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, რაც ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა დაადასტურა

არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ეს დაადასტურა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა და რა თქმა უნდა, ჩვენ მაიკ პომპეოს განცხადებაც ასე უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ხელისუფლებისა და საზოგადოების მთავარი მიღწევაა.

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ეს არის 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უმთავრესი მიღწევა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ზუსტად ამ ვითარებაში ჩატარდა. რაც დაადასტურა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ. შესაბამისად, ამ გზავნილს ვიგებთ ზუსტად ისე, როგორც გაიგეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორება. ეს არის კონკურენტული არჩევნები. ეს იყო არჩევნები, რომლის ფარგლებშიც იყო დაცული ფუნდამენტური უფლებები. ეს დაადასტურა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა და რა თქმა უნდა, ჩვენ მაიკ პომპეოს განცხადებაც ასე უნდა გავიგოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.