ირაკლი კობახიძე - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ნაცვლად თვითდამაზიანებელი რიტორიკისა, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე
ირაკლი კობახიძე - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ნაცვლად თვითდამაზიანებელი რიტორიკისა, კონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე

ვინმეს თუ რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და ორწლიანი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ასევე რეიტინგებით, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სწორედ რადიკალური ოპოზიცია საუბრობს ხოლმე რიგგარეშე არჩევნებზე.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება – 2024 წლის ოქტომბერში. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყონ. თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, მათ ვურჩევ, რომ დაკონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.