ირაკლი კობახიძე - არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში
ირაკლი კობახიძე - არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ და „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებული წერილის შინაარსი გაუგებარია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიი 12 პუნქტის შესრულებასთან წერილში მოცემული შინაარსი კავშირში არ არის.

„რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, ამ წერილის შინაარსი. ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ.