ირაკლი კობახიძე - არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი
ირაკლი კობახიძე - არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი

დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი დაკვეთების გამცემი, როგორიც არის მაგალითად, პატიმრების წამება, არაპატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ., – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემურად ხდებოდა სხვადასხვა დანაშაული.

„არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტოორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. ეს არის მიეხილ სააკაშვილის დანაშაულების მცირე ჩამონათვალი, ამას არ სჭირდება არავითარი ექსპერტიზა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.