ირაკლი კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები, არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

14:24, 24.10.2026

არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით მოწოდებებზე დასმულ კითხვას.

პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან.

„ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, მათ უნდა შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება, გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის მხოლოდ და მხოლოდ უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი