ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის იდეასა და ფენომენს კონკრეტული პირები საფრთხეს უქმნიან 
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის იდეასა და ფენომენს კონკრეტული პირები საფრთხეს უქმნიან 

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც სამოქალქო სექტორს შესაძლებლობა მისცა, 2012 წლის შემდგომ განვითარებულიყო, თუმცა არიან კონკრეტული პირები, პერსონალიები, რომლებიც ამ იდეას და ამ ფენომენს საფრთხეს უქმნიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არის გარანტი იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი აუცილებლად განვითარდება.

„ჩვენ ზოგადად, პატივს ვცეთ არასამთავრობო სექტორს, ამ იდეასა და ამ ფენომენს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც სამოქალქო სექტორს შესაძლებლობა მისცა, რომ 2012 წლის შემდგომ განვითარებულიყო, თუმცა არიან კონკრეტული პირები, პერსონალიები, რომლებიც ამ იდეას და ამ ფენომენს უქმნიან საფრთხეს. ჩვენ ვართ გარანტი, რომ სამოქალაქო სექტორი აუცილებლად განვითარდება მომავალში. აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი, გაკეთდა ფაშისტური განცხადება, შეუძლებელია, სხვა აზრი არსებობდეს. შემაშფოთებელია, როდესაც ამას არც ერთი გამოხმაურება არა აქვს და მეორე, როდესაც კონკრეტული პირი ხელს აფარებს, როდესაც ფაშიზმს ხელს აფარებ, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელს აფარებს ფაშიზმს, საერთაშორისო საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად უნდა იყოს აღქმული.

„ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი – პოლიტიკური ანგაჟირებულობა და პოლიტიკური მიკერძოებულობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას  განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.