ირაკლი კობახიძე - არახამია მუდმივად ტყუილებს ავრცელებდა, როდესაც ასეულობით ადამიანი გიკვდება შენს ქვეყანაში და ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი მეტყველებს შენს უსინდისობაზე
ირაკლი კობახიძე - არახამია მუდმივად ტყუილებს ავრცელებდა, როდესაც ასეულობით ადამიანი გიკვდება შენს ქვეყანაში და ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი მეტყველებს შენს უსინდისობაზე

არახამიაზე რამე ფორმით სერიოზულად საუბარი არ შეიძლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

დავით არახამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ასევე მის განცხადებაზე ბიძინა ივანიშვილის კავშირებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დავით არახამია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ტყუილებს ავრცელებდა.

„გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის მუდმივად ტყუილებს ავრცელებდა, არახამიაზე მაქვს საუბარი. როდესაც ასეულობით ადამიანი, სამხედრო თუ სამოქალაქო პირი ყოველდღიურად გიკვდება შენს ქვეყანაში და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეტყველებს შენს უსინდისობაზე, პირდაპირ გამოვიყენებ ამ ტერმინს. არახამიაზე რამე ფორმით სერიოზულად საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.