ირაკლი კობახიძე - არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია
არ მგონია, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით სპეკულაციები იყოს სერიოზული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიდგომაა, რომ საზოგადოებას არაფერი აერთიანებდეს.
„თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს არის სპეკულაციები, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ერთადერთი მიზანია, რაღაცნაირად გახლიჩონ საზოგადოება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას – ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ეს გრძელდება ახლაც ასე“, – განაცხადა კობახიძემ.