ირაკლი კობახიძე - არაერთმა საელჩომ გააკეთა მელიას დაკავებაზე სამარცხვინო განცხადება, თუმცა სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის დაცვით, ბოდიში არავის მოუხდია, ახლაც იმეორებენ იმავეს
გახსოვთ, მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები. სამი წლის თავზე სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის დაცვით. არავის მოუხდია ბოდიში, ახლა იმავეს იმეორებენ ჯაფარიძის საკითხზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არცერთ საელჩოს, არცერთ ქვეყანას ბოდიში არ მოუხდია მას შემდეგ, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
„დიპლომატიური კორპუსის განცხადებები ყველაფერს არის აცდენილი. აქედან ჩანს, რომ ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელიც აშკარად ჩანს ევროპაში. გახსოვთ, მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები. სამი წლის თავზე სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის, ადამიანის უფლებების პრინციპების სრული დაცვით. მოისმინეთ რომელიმე ელჩის ან ქვეყნის ბოდიში, როცა ჩვენ გვიკრძალავდნენ სამართლის მიხედვით მოქმედებას? ეს იყო სამარცხვინო განცხადებები და არაერთმა საელჩომ გააკეთა მელიას დაკავებაზე სამარცხვინო განცხადება. შემდეგ სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო, თუმცა დღემდე არცერთ საელჩოს, არცერთ ელჩს არ მოუხდია ბოდიში. უფრო მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ სამი წლის თავზე, რაც, ბუნებრივია, უნდა იყოს საზოგადოების შეფასების საგანი“, – განაცხადა კობახიძემ.