ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, „ფარას“ ანალოგის მიღებას ალტერნატივა არ აქვს
ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, „ფარას“ ანალოგის მიღებას ალტერნატივა არ აქვს

არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID-ი, NED-ი და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანასა და, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად, „ენჯეოების“ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID-ი, NED-ი და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, მით უმეტეს, ალტერნატივა არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას. არ შეიძლება, NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.