ირაკლი კობახიძე - არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის აქტივობაზე
ირაკლი კობახიძე - არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის აქტივობაზე

არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის აქტივობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ცესკო-ს პრეროგატივაა.

„ცესკო-ს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს, დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა კობახიძემ.