ირაკლი კობახიძე - არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ გადავხედოთ რუსეთთან მოქმედ სავიზო რეჟიმს, ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი, რადგან არსებობს კონკრეტული ინტერესი, რამენაირად არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე - არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ გადავხედოთ რუსეთთან მოქმედ სავიზო რეჟიმს, ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი, რადგან არსებობს კონკრეტული ინტერესი, რამენაირად არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ ხელისუფლებამ გადახედოს რუსეთთან მოქმედ სავიზო რეჟიმს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის შემოღებული.

„საქართველოში მოქმედებს კონკრეტული რეჟიმი, რომელიც სხვათაშორის, წინა ხელისუფლებამ შემოიღო 2012 წლის დასაწყისში და არანაირი რისკები დღეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ გადავხედოთ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს. დანარჩენი არის სპეკულაციები და ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევ ომის პროპაგანდას, ომის რიტორიკას. ბუნებრივია, ამაში არ შევყვებით ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არავითარი უკონტროლო შემოსვლა არ ხდება.

„არავითარი რისკები არ დასტურდება. რა თქმა უნდა, პირველი ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ თუ რამე რისკი არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. არავითარი რისკები არ ფიქსირდება. ამაზე პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები და ისინი აკონტროლებენ ამ ყველაფერს. თქვენ გახსოვთ პირველი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა. მარტში სიტუაციას წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს ქვეყანა დაიქცა და დაიქცეოდა რამდენიმე დღეში, თუმცა მარტის შემდეგ გავიდა ნახევარი წელი და არაფერი მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად შექმნილი. ზუსტად ასევეა ხელოვნურად შექმნილი დღევანდელი აჟიოტაჟიც. არაფერზე, ცარიელ ადგილზე ახდენენ სპეკულირებას, რადგან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი, რამენაირად არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, გააჩაღონ ომის პროპაგანდა. ბუნებრივია, მათ ამაში ვერ შევყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.