ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს ინიციატივებში საქართველოს ჩართულობის საკითხებს.
„განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება. საუბრისას ასევე შევეხეთ ეუთო-ს ინიციატივებში ჩვენი ჩართულობის საკითხებს. ხაზი გავუსვით დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Within the framework of #ADF2026, met with H.E. Feridun H. Sinirlioğlu, Secretary General of the Organization for Security and Co-operation in Europe. We discussed Georgia’s commitment to democratic principles and human rights, as well as our engagement with the OSCE, emphasizing… pic.twitter.com/c3p1AIysCm
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 17, 2026