ირაკლი კობახიძე - ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება, უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანია, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუს-ში
ანრი ოხანაშვილს აქვს მრავალმხრივი, მრავალფეროვანი გამოცდილება და არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში წარმატებები უსურვა.
„ყოველთვის არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. ამ ორივე კუთხით ანრი ოხანაშვილი აბსოლუტურად გამორჩეულია. ის არის ძალიან კომპეტენტური, აქვს დიდი გამოცდილება, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოცდილება და უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანია. ეს კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ანრი ოხანაშვილი ამ თანამდებობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ხელმძღვანელობისთვის არა მარტო ძალიან კარგი კანდიდატია, არამედ ის არის ყველაზე მეტად შესატყვისი ამ თანამდებობისთვის, გამომდინარე მისი გამორჩეული კომპეტენციიდან და გამორჩეული კეთილსინდისიერებიდან. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.