ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას ულოცავს 
ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას ულოცავს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით არჩევას ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში.

მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას სამას სამოცდაოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.