ირაკლი კობახიძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არავითარი ფორმით არ ეხება იმ ხუთ პირს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს უწოდებენ
ირაკლი კობახიძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არავითარი ფორმით არ ეხება იმ ხუთ პირს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს უწოდებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუხლობრივად „ამნისტიის შესახებ“ კანონოპროეტქში არაფერი შეიცვლება.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, დაახლოებით ათასამდე პატიმარს შეეხება.

„იმდენად ზედმიწევნით და დეტალურად არის განხილული და წინასწარ დამუშავებული კანონპროექტი, მათ შორის მუხლების დონეზე, რომ ჩვენ მუხლების მიმართულებით ცვლილებას არ ველოდებით. მუხლების კუთხით არაფერი არ შეიცვლება. რაც შეეხება ვის ეხება, მუხლები დაკონკრეტებულია და შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია. ეს კანონპროექტი, დაახლოებით ათასამდე პატიმარს შეეხება. რაც შეეხება იმ ხუთ პირს, რომლებსაც უწოდებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს, მათ ეს კანონპროექტი არავითარი ფორმით არ ეხებათ. ამნისტია პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ამნისტიის აქტი ქვეყანაში შედარებით ხშირად ხორციელდება სტანდარულად. ჩვენს შემთხევევაში, რეალურად ძალიან დიდი ინტერვალი გაჩნდა და ჩავთვალეთ, რომ დღეს არის დრო იმისთვის, რომ ათასამდე პატიმარს „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეეხოს. მუხლებიც სათითაოდ, სათანადოდაა გავლილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება მიგვეღო“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.